COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: 1900-ზე მეტი ახალი შემთხვევა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 523.669 ადამიანი, გარდაიცვალა – 7.917. სულ ჩატარებულია 1.340.062 აცრა, ერთ დღეში აცრილია 24.262 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.965-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 567.922-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 523.669 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.996), გარდაიცვალა – 7.917 (ბოლო 24 საათში – 50). კარანტინის რეჟიმშია 97, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.766 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.152 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.624 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.740, PCR–ტესტით – 6.884.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,77%, ბოლო 7 დღის – 7,63%
სულ ჩატარებულია 1.340.062 აცრა, ერთ დღეში აცრილია 24.262 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.