რა წიგნებს კითხულობენ ანჯელინა ჯოლის შვილები – ამაყი დედა ფოტოებს აქვეყნებს

ანჯელინა ჯოლი ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა და ხელმომწერებს იქ პირად ფოტოებს პირველად უზიარებს.
Sputnik
ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლი „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა. მისი პირველი „პოსტი“ ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებაა. მას შემდეგ საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდა, როდის გაავრცელებდა ჯოლი პირადის ცხოვრების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას. და, აი, 46 წლის ვარსკვლავმა ქალიშვილების ზაჰარასა და შაილოს ფოტოები გამოაქვეყნა. გოგონებს წიგნები უჭირავთ ხელში.
„ზაფხულის საკითხავი, ეს ყველაზე საყვარელი მენიუა ოჯახში“, – წერს ანჯელინა. 16 წლის ზაჰარა ტონი მორისონის წიგნს კითხულობს, 15 წლის შაილო კი რომანს სახელწოდებით „ბნელი დღეები“.
ანჯელინამ რეგისტრაციიდან სულ ცოტა ხანში „ინსტაგრამზე“ ყველანაირი რეკორდი მოხსნა – ის პირველი ადამიანია, ვინც 10,3 მილიონი ხელმომწერი ყველაზე ხანმოკლე პერიოდში მოაგროვა.
ყვითელი ამბები
ბრედ პიტის 27 წლის შეყვარებული, რომელიც ქართველ მოდელს ძალიან ჰგავს – ფოტოები
ამ დროისათვის სასამართლო „ბრანჯოლინას“ ექვსი შვილის მეურვეობის საკითხს განიხილავს. ჯოლის თქმით, მის ყოფილ ქმარს ალკოჰოლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ის ბავშვებისთვის საშიშია. ბრედ პიტი ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფს.