თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. იოშკაროლელმა მეათეკლასელმა ბიჭმა მთელი თავისი დანაზოგი, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლისთვის აგროვებდა, ავღანელ ქალებს გაუგზავნა, წერს Mash საკუთარ Telegram-არხზე.
ირკვევა, რომ 16 წლის ზახარ ჩუგუნოვი TikTok-ბლოგერია და მცირე, მაგრამ საკუთარი შემოსავალი აქვს — დაახლოებით 7-8 ათასი რუბლი თვეში. ბიჭი ფულს მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისთვის აგროვებდა – სურს ლანდშაფტის დიზაინერი გახდეს.
შეიტყო რა ავღანელი ქალების მძიმე ხვედრის შესახებ, ზახარი იმდენად განიმსჭვალა მათი პრობლემით, რომ TikTok-ზე დაიწყო ამ ყველაფრის გაშუქება. მერე კი მთელი თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, რომელიც ავღანელ ქალებს ეხმარება.
მისმა მაგალითმა სხვა ბლოგერებიც აღაფრთოვანა და ქსელში ფლეშმობი აამოქმედეს.