COVID-19 - ბოლო ცნობები

ზუგდიდში COVID-19-ის ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ამუშავდა

ვაქცინაციის მობილური პუნქტები პირველად თბილისში გაჩნდა, შემდეგ კი რუსთავსა და ბათუმში გაიხსნა.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდში ვაქცინაციის მოძრავი ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივეა მოწყობილი დაყოვნების სივრცეც.
COVID-19 - ბოლო ცნობები
დაიწყება თუ არა მოზარდების ვაქცინაცია: გაბუნიას განმარტება
ზუგდიდის მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება დღეიდან შეუძლია ავტობუსში, რომელიც ამ დროისათვის თამარ მეფის ქუჩაზეა განთავსებული. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი აღნიშნულ მისამართზე ორი დღე გაჩერდება, რის შემდეგაც ის ქალაქში იმოძრავებს და ყველა უბანს მოიცავს.
ახალი პროექტი „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.
ვაქცინაციის მობილური პუნქტები პირველად თბილისში გაჩნდა, შემდეგ კი რუსთავსა და ბათუმში გაიხსნა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოძრავი ამცრელი პუნქტების გახსნას ყველა დიდ ქალაქში გეგმავს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველო მეხუთე ტალღის მოლოდინშია? – რისთვის ემზადება ჯანდაცვის უწყება
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.326.033 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 845.420 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,6%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 480.613 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 16,8%. 5 სექტემბერს აიცრა 16.298 ადამიანი.