„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, ვირსალაძის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სამგორის, მანავის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ჩაქვის, წიკლაურის და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არდაზიანის, ვაზისუბნის, არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, სახოკიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძის და ოჩამჩირის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.