საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ახალი წელი მიულოცა

ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ულოცავს.

„დღეს მილიონობით ადამიანი აღნიშნავს როშ ჰაშანას, ახალი წლის დღესასწაულს. ვულოცავ ებრაელ ხალხს, საქართველოს ებრაელ თემს ამ დღეს და წინსვლასა და ნაყოფიერ წელს ვუსურვებ!“ – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

როშ ჰაშანა სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ ჰაშანას დროს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.