საქართველოს პარლამენტის სპიკერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდება

ვიზიტის ფარგლებში კუჭავა შეხვდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ასევე ეუთოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მონაწილეობას მიიღებს პარლამენტების სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც 7-9 სექტემბერს ვენაში გაიმართება, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში კუჭავა შეხვდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მარგარეტა სედერფელტს, ასევე ეუთოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს.
ღონისძიების ფარგლებში კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, ნიგერიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანის, კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, შვედეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
პარტნიორების სიმბოლიკის დაზიანების თაობაზე კანონს პარლამენტი არჩევნების შემდეგ მიიღებს
კუჭავასთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრება საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
სპიკერების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება.
წინა, მეოთხე კონფერენცია 2015 წელს ნიუ-იორკში ჩატარდა. მომდევნო შეხვედრა 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.