სამხედროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი მათ ხელშია საიმედო ადგილზე, ქვეყანაში კი კომენდანტის საათი დააწესეს და დაკეტეს საზღვრები. მოგვიანებით მათ მთავრობის წევრები ორშაბათს საგანგებო კრებაზე დაიბარეს.
მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოების ინფორმაციით, კვირას პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ ისმოდა ინტენსიური სროლები. შემდეგ სამხედროებმა გადაკეტეს ერთადერთი ხიდი, რომელიც კალუმის რაიონს ქალაქის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს.