COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის გადალახავს ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას

მიუხედავად ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლებისა, სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ისევ საყურადღებოდ მიიჩნევენ.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სპეციალისტების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი მომავალ კვირაში გადაივლის და, შესაბამისად, შემცირდება ლეტალობის მაჩვენებელიც.
მედიკოსები მოსახლეობას ისევ დაწესებული კოვიდ-რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა
„ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს 2–3 კვირის შემდეგ მოჰყვება ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი კვირა ყველაზე დაძაბული იქნებოდა. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი პროგნოზირებადი იყო. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან ეს მაჩვენებელი დაიკლებს, რამდენადაც ინფიცირების პიკსა და სიკვდილიანობის პიკს შორის ეს 2–3-კვირიანი ინტერვალი გადაივლის“, – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება. ახალი შტამი განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა პედიატრიულ პაციენტებსა და ორსულებთან მიმართებით.
მედიკოსების სიტყვებით, აღნიშნული კატეგორიის პაციენტებს წინა შტამების შემთხვევაში შედარებით იოლად გადაჰქონდათ ვირუსი.