თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.120-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 565.957-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 519.673 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.905), გარდაიცვალა – 7.867 (ბოლო 24 საათში – 61). კარანტინის რეჟიმშია 88, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.016 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.292 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 16.149 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8.840, PCR–ტესტით – 7.309.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,94%, ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.
სულ ჩატარებულია 1.326.033 აცრა, ერთ დღეში აცრილია 16.298 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.