თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია დაადასტურა მსახიობის ადვოკატმა, იუწყება РИА Новости სააგენტო France-Presse-ზე დაყრდნობით.
მსახიობს პოპულარობა მოუტანა როლებმა ფილმებში „პროფესიონალი“, „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ და სხვა საკულტო ფილმებში.
კინოფილმებში გადაღებების გარდა, გამოდიოდა თეატრის სცენაზე.
2001 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ ბელმონდო ჩამოშორდა სამსახიობო კარიერას, თუმცა 2008 წელს დაბრუნდა გადასაღებ მოედანზე და მონაწილეობა მიიღო ფრანსის იუსტერის ფილმში „ადამიანი და მისი ძაღლი“ (A Man and His Dog). 2015 წელს მან სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.