თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, რუსუდანის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, ჯანელიძის და მანავის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, გიორგი ნადარეიშვილის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის, ბარნოვის, ინოლა გურგულიას და ტარიელ სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების X კარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, მუხიანის IVა, IVბ მიკრაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ჯანაშიას, ხევძმარის, ისაკიანის, ავშნის, რეზო გაბაშვილის, ნუშის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჯანაშიას და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კანდელაკის, კოსტავას, შარტავას, გიორგი ბრწყინვალის, ავთანდილის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, დაბა კიკეთის, დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას, ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.