COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიონ დოზას შემოიტანს

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა მუშაობას იმაზე, რომ შემოიტანოს Sinopharm-ის ვაქცინის მილიონი დოზა და Pfizer-ის ვაქცინის 2 მილიონი დოზა, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესში.
გამყრელიძე: პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, შეხვედრები ღია სივრცეშიც პირბადის გამოყენებით გამართონ
„სამ მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა Pfizer, დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა Sinovac და ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა Sinopharm-ის და ორი მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა ლოკალური შეზღუდვების შედეგიანობა, რამაც დადებითად იმოქმედა ეპიდსიტუაციაზე.
პრემიერმა განაცხადა, რომ ასეთი სიტუაცია „ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: ვირუსის აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად მცირეა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. საქართველოში მოქალაქეებს ამჟამად არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 სექტემბრის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.314.104 აცრა, აქედან ერთი დოზით აცრილია 838.356 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 29,4%). სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 375.748 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 16,7%-ს შეადგენს.