თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „სირცხვილიამ“ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციასთან ერთად ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკოს ალტერნატივა შექმნეს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის მერს აირჩევს, მათ შორის, თბილისში.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შექმნილ ალტერნატივას „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას“ სახელწოდება აქვს.
ჩვენ შევქმენით ვებგვერდი, სადაც გამოქვეყნდება არჩევნების მონიტორინგის შედეგები და ხმების ალტერნატიული დათვლის შედეგები, განაცხადა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.
მისი თქმით, ვებგვერდი იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის და ყველა ადამიანი, ვინც არჩევნებზე დარღვევას დააფიქსირებს, ვიდეოფაქტის ვებგვერდზე ატვირთვას შეძლებს.
ყველა ვიდეო გადამოწმდება სპეციალისტების მიერ და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ის გამოქვეყნდება, აღნიშნა დიღმელაშვილმა.
ხმების დათვლა - ყველაზე მტკივნეული საკითხია. ამომრჩეველთა ხმების ოფიციალური დათვლის დროს შედეგების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით ალტერნატიულ დათვლას ახორციელებენ დამკვირვებლები პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადებამდე პარტიებმა უკვე დაახლოებით იციან თავიანთი შედეგები.