თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალ კვირაში ბათუმში მოსალოდნელია უპირატესად მოღრუბლული ამინდი, თითქმის ყოველდღე გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 17-24 გრადუს სითბოს მიაღწევს.
კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში ასე გამოიყურება:
ორშაბათი, 6 სექტემბერი: მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18 გრადუსი იქნება, დღისით კი— 22 გრადუსი. დაუბერავს წამში 4 მ სიჩქარის ქარი.
სამშაბათი, 7 სექტემბერი: მოსალოდნელია უმეტესად მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. დღისით 22 გრადუსამდე დაცხება, ხოლო ღამით ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დაიწევს. ქარის სიჩქარე — 3-5 მ/წმ.
ოთხშაბათი, 8 სექტემბერი: მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, გვიან საღამოს მოსალოდნელია სუსტი წვიმა. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 17 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 22 გრადუსამდე დაცხება. ქარის სიჩქარე — 4 მ/წმ.
ხუთშაბათი, 9 სექტემბერი: მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ღამით ჰაერი ტემპერატურა პლუს 17 გრადუსზე დაფიქსირდება, დღისით კი — პლუს 23 გრადუსზე. ქარის სიჩქარე წამში 3 მეტრი იქნება.
პარასკევი, 10 სექტემბერი: მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. ღამით — 19 გრადუსი სითბო, დღისით — 24 გრადუსი. ქარის სიჩქარე — წამში 4 მეტრი.
შაბათი, 11 სექტემბერი: მოსალოდნელია წვიმა. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 20 გრადუსი იქნება, დღისით — მაქსიმუმ 24 გრადუსი სიცხე. დაუბერავს წამში 4 მეტრი სიმძლავრის ქარი.
კვირა, 12 სექტემბერი: ბათუმში მოსალოდნელია კვლავ მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით სუსტი წვიმა. ღამით პლუს 20 გრადუსი, დღისით — მაქსიმუმ 23 გრადუსი სითბო. ქარის სიჩქარე წამში 4 მეტრს მიაღწევს.