ყვარლის ტბის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, აღნიშნავენ უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ყვარლის ტბის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე.
უწყების მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყვარლის სამმართველოს შენობაში ადგილობრივად დაფიქსირებული ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში მოხდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები, აცხადებენ უწყებაში.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, აღნიშნავენ უწყებაში.