COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: კორინავირუსმა 83 ადამიანი იმსხვერპლა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 509.181 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.695), გარდაიცვალა – 7.732 (ბოლო 24 საათში – 83). კარანტინის რეჟიმშია 102, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.061 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.453 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.684-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 562.627-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 509.181 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.695), გარდაიცვალა – 7.732 (ბოლო 24 საათში – 83). კარანტინის რეჟიმშია 102, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.061 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.453 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.625 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22.317, PCR–ტესტით – 16.308.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,95%, ბოლო 14 დღის – 9,46%, ბოლო 7 დღის – 8,6%.
სულ ჩატარებულია 1.285.742 აცრა, ერთ დღეში აცრილია 25.670 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.