აჭარის ერთ-ერთ მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო

ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთში, მდინარე აჭყვაში ადგილობრივებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეარხის ინფორმაციით, დაღუპული - 70 წლამდე ასაკის ადგილობრივი მცხოვრებია. ბოლოჯერ ის გუშინ საღამოს ნახეს, როდესაც ის საქონლის მოსაძებნად გავიდა.
ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.