საქართველო–რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტნის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვართან 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტნის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.