ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე ბებია გახდა. მის ერთადერთ ქალიშვილს სალომე ჩიტაძეს შვილი შეეძინა. ეს ამბავი მაკამ ახლახან გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ შვილიშვილის დაბადებას დაესწრო.
„ვამაყობ ჩემი ძლიერი სალომეთი! ეს იყო გამაოგნებელი საყურებელი, თუ როგორ იბრძოდა ბოლომდე თავის შვილთან შესახვედრად (ყველანაირი გაუტკივარების გარეშე). მე დავესწარი და ამითაც ვამაყობ. გილოცავ, ჩემო შვილო, მიქაელის დაბადებას”, – დაწერა მაკა ზამბახიძემ.
მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე მარტში გათხოვდა და ბედი ირაკლი ცაბაძეს დაუკავშირა. ახალბედა მომღერალი მაკას ახლო მეგობარია. სალომე, ფაქტობრივად, დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად გაიზარდა, ახლა კი მაკას ბენდთან ერთად მღერის.
მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. საზოგადოება დიდხანს განიხილავდა მის მეორე უიღბლო ქორწინებას, შემდეგ კი მაკამ დიდი ხნის საიდუმლო გაამხილა და მორაგბე მიხეილ ჩოხელზე გასულ წელს დაქორწინდა.