„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭრელაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსისი გამზირის, არტურ ლაისტის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონისჭალა III მიკრორაიონის, სოფელი თელეთის, ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის და სოფელი წავკისის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათია ბაშალეიშვილის, თერგის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, გუნიას, გალის, ბარნოვის, გოგებაშვილის, რეზო ჩხეიძის, უმიკაშვილის და ალეკო შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ივანე ბერიტაშვილის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ომარ ფერცულიანის და ექვთიმე მთაწმინდელის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.