შავი ზღვის ფსკერს რობოტი გამოიკვლევს

წყალქვეშა რობოტი საშუალებას იძლევა მყვინთავებისთვის მიუწვდომელ, 450 მეტრამდე სიღრმეში აწარმოოს კვლევები.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის ფსკერი წყალქვეშა რობოტით პირველად გამოიკვლია, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, რობოტი, გარდა წყალქვეშა ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოებისა, ზღვისა და შიგა წყალსატევების სიღრმეების კონტროლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
ახალი სეზონი შავ ზღვაზე – როგორ ერთობიან ტურისტები ბათუმში
„ახალი, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს შავი ზღვის მონიტორინგის გაუმჯობესებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყალქვეშა რობოტი საშუალებას იძლევა მყვინთავებისთვის მიუწვდომელ, 450 მეტრამდე სიღრმეში, შეზღუდული ხილვადობის პირობებშიც კი აწარმოოს კვლევა-ძიებითი სამუშაოები და მოახდინოს არსებული მდგომარეობის ვიდეო-აუდიოგადაღება, ფსკერის მონიტორინგი და სკანირება.