თბილისში ექვსი დამატებითი ავტობუსი გამოჩნდა, რომლებიც აღჭურვილია ვაქცინაციისთვის საჭირო აპარატურით.
ასევე სამ-სამი მობილური პუნქტი ამოქმედდა რუსთავსა და ბათუმში. მათი სამუშაო გრაფიკი დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე გრძელდება.
ახალი პროექტი „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება რეგიონებში.