მსოფლიო დღეს

ერთდროულად 300 სამიზნე: ირანმა სამგანზომილებიანი რადარი წარმოადგინა – ვიდეო

Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წარმოადგინეს ახალი რადარი, რომელსაც ერთდროულად 300 სამიზნის ჩაჭერა შეუძლია, იუწყება ტელეარხი Press TV.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაცია ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების იუბილეზე გაიმართა.
რადარი სახელწოდებით „ალბორზი“ სამგანზომილებიანია, რაც მას სამიზნეების ბევრად ზუსტად აღმოჩენის უნარს სძენს. რადარი აგებულია ფაზირებული საანტენო ცხაურის ტექნოლოგიით, ანუ მას საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის ტრიალი არ სჭირდება. რადარის ოპერატიული მანძილი 450 კილომეტრია.
როგორც ტელეარხი აღნიშნავს, „ალბორზის“ დანიშნულება სტელსის ტექნოლოგიით შექმნილი მცირე შემჩნევადობის ობიექტებისა და ასევე დრონების მოძიება–თვალთვალია.
ისრაელი ირანის წინააღმდეგ არაბულ კოალიციას შექმნის
გარდა ამისა, ირანელმა სამხედროებმა წარმოადგინეს ჯარების მართვისთვის საჭირო ახალი სისტემა „ბორჰანი“. ეს არის ელექტრონული კომპლექსი იმ მონაცემების დასამუშავებლად, რომლებსაც მეთაურები მონიტორინგის სხვადასხვა სისტემებიდან მიიღებენ და რომელიც მათ ბრძოლის ველზე სიტუაციის შეფასებაში დაეხმარება — ჯარების განთავსებისა თუ საპასუხო მოქმედებებისთვის.
გარდა ამისა, „ბორჰანი“ ასევე შეკრებს რადარებისა და მონიტორინგის ელექტრო-ოპტიკური სისტემების მონაცემებს და გადასცემს მათ სარაკეტო შეიარაღების მართვის კომპლექსებს — ჯარების ოპერატიულობის გაზრდის მიზნით.