მეგან ფოქსი სამი შვილის გაჩენის შემდეგ შესაშურ ფორმაშია – ვარსკვლავის უახლესი ფოტოები

სოციალურ ქსელში პოპულარული მსახიობის ფოტოებმა აჟიოტაჟი გამოიწვია.
Sputnik
Transformers-ის ვარსკვლავი პაპარაცებმა განსაკუთრებულ ფორმაში შენიშნეს, ფოტოებმა კი სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც ჩანს, მეგან ფოქსი შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს.
მეგან ფოქსი მაშინ დააფიქსირეს, როცა ის მეგობართან სტუმრად მიდიოდა. მოდელს ჯინსის შარვალი და ქურთუკი ეცვა, ქურთუკის ქვეშ კი სალათისფერი ტოპი, რომელმაც მისი გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოწვია, რადგან მეგან ფოქსის სრულყოფილი სხეული კარგად ჩანს.

„სამი შვილის დედა, 35 წლის მეგან ფოქსი დაუჯერებლად გამოიყურება“, „ის ნამდვილი ქალღმერთია“, „სრულყოფილია“, „საოცრად გამოყურება“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი გასულ წელს განქორწინდნენ. ვარსკვლავურ წყვილს სამი შვილი ჰყავს: ბოდი, ჯარნი და ნოა.
მეგან ფოქსმა ბრაიან ოსტინ გრინთან 10-წლიანი ქორწინება 30 წლის კოლსონ ბეიკერთან რომანის გამო დაანგრია. როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა უფრო ღრმავდება, ორივე პრესასთან ერმანეთის შესახებ ღიად საუბრობს და გრძნობების გამოხატვასაც არ ერიდება.