სართიჭალაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თელავის კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
საშინელი სტატისტიკა: 2020 წელს ავარიებს 450 ადამიანი ემსხვერპლა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რაც შეეხება დაშავებულს, ის თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯეობით უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.