საქართველო-თურქეთის საზღვარზე ოქროს კონტრაბანდა აღკვეთეს

ბოლო ორი თვის მანძილზე მებაჟეებმა დაახლოებით 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მებაჟეებმა „სარფის“ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტში საქართველოს მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ სამალავში არადეკლარირებული ოქროს ნივთები აღმოუჩინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31,6 ათასი ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, ბოლო ორი თვის მანძილზე მებაჟეებმა დაახლოებით 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 137,6 ათას ლარს შეადგენს.