COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა მალე დაიწყება

მონოკლონური ანტისხეულების მიზანი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის ნეიტრალიზებაა, აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში ანტივირუსული მედიკამენტების, ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა იგეგმება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.
მონოკლონური ანტისხეულები იმუნური სისტემის ერთ-ერთი საშუალებაა – ორგანიზმში შეუტიოს უცხო ნივთიერებებს ანტისხეულების გამოყენებით.

„ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერჯერობით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოს მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების გამოცდილება აქვს. გასულ წელს ქვეყანა ამ პრეპარატის კლინიკურ კვლევებში ჩაერთო.
ადრე ცერცვაძემ განაცხადა, რომ მონოკლონური ანტისხეულები სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენება.
აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა
მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია და მათი მიზანი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის ნეიტრალიზებაა, აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა.
ამ ანტისხეულების გამოცდა აშშ-ში და მსოფლიოს რამდენიმე წამყვან ქვეყანაში დაიწყო. ამერიკელი მეცნიერ–მედიკოსის, იმუნოლოგისა და ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით. საქართველო კლინიკური გამოცდების მონაწილე ქვეყნების სიაში მოხვდა.