მომღერალი ნინი შერმადინი უკვე 8 წელია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და პარალელურად მუსიკისთვისაც ხშირად იცლის. გასულ წელს მან სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ჯერ მამა, რამდენიმე თვის შემდეგ კი დედა გარდაეცვალა.
მოგვიანებით ნინიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი მარიამ ციცაგი, რომელიც საქართველოში ბებიასთან და ბაბუსთან იზრდებოდა, ამერიკაში მიემგზავრებოდა. „ჩვენ ეს შევძელით! მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა, ჩემი შვილი ამერიკაში წამომეყვანა“, – წერდა ნინი.
ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს. მონატრებული მეგობრები და გულშემატკივრები კი მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. როგორც ჩანს, მომღერალი ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ ატარებს და კადრებს მაიამიდან „ინსტაგრამზეც“ აქვეყნებს.
„სილამაზე ხარ“, „საოცარი ფოტოა“, „შესანიშნავად გამოიყურები“, – წერენ კომენტარებში.