კომედიური ჟანრის მსახიობი მეორე შვილს აჩენს. პირველი შვილის მამა ნათიამ პოპულარული სერიალის „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე გაიცნო და მსახიობ გიორგი კალანდაძისგან გოგონა ჰყავს. თუმცა წყვილი 2014 წელს დაშორდა.
გასულ წელს მსახიობმა მეორედ იქორწინა მიშო ლეჟავაზე. როგორც ცნობილია, მიშო პროფესიით არქიტექტორია.
„არის ერთი ბიჭი – მიშო ლეჟავა. არქიტექტორია. უკვე კარგა ხანია, რაც ერთად ვართ, ურთიერთობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში კი შეუღლება გადავწყვიტეთ”, – ამბობდა ნათია „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
„25 კვირა“ – ამ წარწერით აქვეყნებს ნათია წიწილაშვილი ფოტოებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მსახიობი ორსულადაა. როგორც ჩანს, ის და მიშო ლეჟავა შვილს ელოდებიან, თუმცა ბავშვის სქესს წყვილი ჯერ არ ამხელს.