COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსს დეკანოზი პეტრე ახვლედიანი ემსხვერპლა

დეკანოზ პეტრეს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, კორონავირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, ქუთაისის საფიჩხიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის კეთილმოწესე, დეკანოზი პეტრე ახვლედიანი გარდაიცვალა, ნათქვამია „მსოფლიო საეკლესიო სიახლენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მამა პეტრე მრავალი წლის მანძილზე გახლდათ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერი მოძღვარი და ამავე სასწავლებლის ერთ-ერთი პედაგოგი. უფალმა აცხოვნოს ახალშესვენებულ დეკანოზ პეტრეს უკვდავი სული", – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
არქიმანდრიტი იოაკიმე კორონავირუსით გარდაიცვალა
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.778-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 549.811-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 79 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.408-ს მიაღწია.