COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში – 31 აგვისტოს მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 493.414 ადამიანი, გარდაიცვალა – 7.408. სულ ჩატარებულია 1.184.306 აცრა, ერთ დღეში აცრილია 25.670 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.778-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 549.811-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 493.414 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.753), გარდაიცვალა – 7.408 (ბოლო 24 საათში – 79). კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.457 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.840 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 43.741კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31.605, PCR–ტესტით – 12.136
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის – 10,22%, ბოლო 7 დღის – 9,76%.
სულ ჩატარებულია 1.184.306 აცრა, ერთ დღეში აცრილია 25.670 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.