ბორჯომი–ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია

ადგილზე უკვე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ასევე ჩართულია ვერტმფრენიც.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. ბორჯომი–ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება.