ქართველ სელებრითებს შორის ერთ-ერთმა ყველაზე მიმზიდველმა წყვილმა პანდემიის პირობებში შესანიშნავი დასვენება მოიწყო. ნოე და ჯანეტი ხორვატიის შემდეგ, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად ისვენებდნენ, ეპსანეთს ესტუმრნენ. უახლეს ფოტოებზე მოდურად ჩაცმული წყვილი მადრიდის ქუჩებში სეირნობს.
ნოეს და ჯანეტის ერთად გამოჩენა დიდი იშვიათობაა. წყვილი ხშირად ვერ ახერხებ განმარტოებას ცნობილი პროდიუსერის გადატვირთული გრაფიკის გამო, თუმცა ზაფხულის მანძილზე საქართველოს და ევროპის სხვადასხვა კუთხეების მონახულება მაინც მოახერხეს. საქართველოში მათ ანა სულაბერიძესთან ერთად იმოგზაურეს, ხოლო ევროპაში მარტო წავიდნენ.
წყვილის ფოტოებს უამრავი გამოხმაურება და კომენტარი აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები მათ ერთ-ერთ ყველაზე მოდურ წყვილად აღიარებენ. ნოე და ჯანეტი 2019 წელს დაქონწინდნენ. ჰყავთ ერთი წლის გოგონა - ანა.
მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანეობას აბრალებენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი ერთმანეთს უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. როგორ ჩანს, პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთზე შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურად ზემოქმედებენ.