ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევართან ერთად ზღვისპირა ქალაქს იპყრობს – რომანტიკული ფოტოები

მზე, ზღვა და შოკოლადისფერი რუჯი – ირაკლი და ლიზა ბათუმში ერთად ისვენებენ. უახლესი რომანტიკული ფოტოები სოციალური ქსელიდან.
Sputnik
ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული წყვილი ზაფხულის ბოლო დღეებს ერთად ატარებს. ირაკლი მაქაცარია საყვარელ ადამიანთან ერთად ბათუმისკენ გაეშურა. წყვილმა ერთობლივი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ირაკლი და ლიზა შეუდარებლად გამოიყურებიან. თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ უახლეს ფოტოზე ლიზა ჩაჩუა ლივ ტაილერს ძალიან ჰგავს. ამავდროულად, ირაკლის უცხოელი გულშემატკივრების თქმით, ლიზა და ირაკლი ჰოლივუდური წყვილი არიან. ირაკლი და ლიზა პოზიტიურ კომენტარებს უპასუხოდ არ ტოვებენ.
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას რჩეული 19 წლისაა, რომელიც ცნობილი ოჯახიდანაა. ლიზას მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი. ირაკლი და ლიზა „ინსტაგრამზე“ პერიოდულად აქვეყნებენ ერთობლივ ვიდეოებსა და ფოტოებს, რომელთაც ათიათასობით მოწონება აქვს. წყვილს შორის 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტები ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები დღემდე არ წყდება.
ირაკლისა და ლიზასთვის ბათუმი მნიშვნელოვანი ქალაქია. აღმოჩნდა, რომ მათი სიყვარულის თავბრუდამხვევი ისტორია და რომანტიკული თავგადასავალი უკვე ერთ წელს ითვლის და წყვილმა ერთმანეთი ზაფხულის მზიან დღეს სწორედ ბათუმში გაიცნო, ხოლო ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ.
სანამ წყვილი ბათუმში გაერთიანდებოდა, ტელეწამყვანმა და ბიზნესმენმა ტყიბულში მოგზაურობაც მოასწრო. რამდენიმე კვირის წინ მან ახალი ფოტო „ინსტაგრამზე“ ფანებს გაუზიარა და დაწერა: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ გიმოგზაურიათ საქართველოში, ყოველ ჯერზე გასაოცარ სილამაზეებს ვნახულობ…“