COVID-19 - ბოლო ცნობები

თამარ გაბუნია: ციხეებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია სრულად კონტროლირებადია

პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულთა იმუნიზაციის პროცესი მიმდინარე წლის 18 მაისიდან დაიწყო. მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი, რაიმე განსაკუთრებული საჭიროება არ გვაქვს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაციის პროცესი მაისიდან მიმდინარეობს და ამ დროისათვის ერთჯერადად ვაქცინირებულია პატიმრების 66%, ორჯერ კი 55%-ზე მეტი.
გეგუთის ციხეში კორონავირუსი რვა პატიმარს დაუდასტურდა
რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, გაბუნიას განცხადებით, ეს პროცესი აპრილის ბოლოდან დაიწყო და თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთჯერადად ვაქცინირებული, 62%-მდე კი ორჯერ ვაქცინირებული.
„ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი. მოხდა რამდენიმე კლინიკის მობილიზაცია, რომ თუ საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა და მათი იქ მკურნალობა“, – განაცხადა გაბუნიამ.
ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთვნენ
17 აგვისტოს მონაცემებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 9.300-მდე პატიმარი იმყოფება.