COVID-19 - ბოლო ცნობები

ტაილანდში კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა ჰოსპიტალში ორგია მოაწყვეს

ტაილანდის პოლიციამ საველე ჰოსპიტალში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების ორგია აღკვეთა
Sputnik
ტაილანდის პოლიცია მოაწყო რეიდი საველე კოვიდ-ჰოსპიტალში, სადაც პაციენტები ორგიებსა და ნარკოწვეულებებს მართავდნენ, იუწყება გამოცემა The Nation Thailand. ამის შესახებ წერს РИА Новости.
სამართალდამცველებს სამუტ პრაკანის პროვინციაში მდებარე საავადმყოფოს პერსონალმა მიმართა და პაციენტებს შორის ჩხუბზე მიუთითა. ოპერაციაში ISOC-ის სამხედრო ქვედანაყოფის მებრძოლებმა მიიღეს მონაწილეობა.
შედეგად პოლიციამ სიგარეტი ამოიღო. გარდა ამისა, დაკვირვების კამერების ვიდეჩანაწერებზე ძალოვანებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტების ნაწილი ნარკოტიკებს მოიხმარდა და ჯგუფური სექსით იყო დაკავებული, მაგრამ მათი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.
ტაილანდში პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აგვისტოს შუა რიცხვებში შეინიშნებოდა დაავადების პიკი, ერთ დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20 ათასს აჭარბებდა.
ტაილანდის მოსახლეობა თითქმის 70 მილიონ ადამიანს შეადგენს.