შორენა ბეგაშვილს თავს ღამურა დაესხა - ნახეთ მისი რეაქცია - ვიდეო

ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს ბეგაშვილი
Sputnik
შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ შეუფრინდა სახლში ღამურა, რომელიც ჭაღს დასტრიალებს. ვიდეოში ბეგაშვილის კივილი ისმის.
ცნობილი მოდელი რამდენიმე დღეა რაც შვებულებიდან დაბრუნდა, რომელიც მან ესპანეთში, სავარაუდოდ, საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარა. შორენა თითქმის მთელი აგვისტო მზიანი სანაპიროებიდან გადაღებული სექსუალური ფოტოებით ანებივრებდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს.
მას შემდეგ, რაც საკუთარი საავტორო გადაცემის წამყვანი გახდა, ბეგაშვილმა პირად ცხოვრებაზე გულახდილას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვა. მისი რჩეული ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია, რომელიც ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ცხოვრობს.