ქართველების მეორე მედალი პარალიმპიურ თამაშებზე: პარაძიუდოისტი ვერცხლის მედალოსანია

ფინალამდე ქალდანმა დაამარცხა მექსიკელი და იაპონელი სპორტსმენები, მაგრამ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიის წარმომადგენელ მალდონადოსთან წააგო.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. პარამძიუდოისტი ინა ქალდანი ტოკიოს პარალიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქალდანმა დაამარცხა მექსიკელი და იაპონელი სპორტსმენები, მაგრამ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიის წარმომადგენელ მალდონადოსთან წააგო.
ინა ქალდანს ვერცხლის პრიზიორობა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა.
„კიდევ ერთი ვერცხლის გოგო! საქართველოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ ისტორიაში, ინა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ზაფხულის თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პირველი პირები ნინო თიბილაშვილს წარმატებას ულოცავენ
ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ეს მეორე მედალია - მანამდე ვერცხლის მედალი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა.
დღეს პარალიმიური თამაშების ოქროს მედლისთვის იბრძოლებს კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე. ის ფინალში ირანელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.