მსოფლიო დღეს

მაკრონი ქაბულში გაეროს მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ზონის შექმნას გეგმავს

პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, პარიზი და ლონდონი გაეროს მიმართავენ ინიციატივით, ქაბულში უსაფრთხოების ზონა შეიქმნას
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი და ლონდონი მოუწოდებს გაეროს, იმუშაოს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნაზე ჰუმანიტარული ოპერაციების დასაცავად, იუწყება Agence France-Presse საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც მან გაზეთ Journal du Dimanche-ს მისცა. ამის შესახებ წერს РИА Новости.
მანამდე გაეროში არსებულმა წყარომ აცნობა РИА Новости-ს, რომ გაეროს გენმდივანი ანტონიუ გუტერეში ავღანეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ორშაბათს, 30 აგვისტოს აპირებს შეხვდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების (რუსეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის) მუდმივ წარმომადგენლებს.
მსოფლიო დღეს
პენტაგონმა ავიადარტყმის შედეგად ISIS-ის ორი მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა
მაკრონის თქმით, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი წარუდგენენ გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომლის მიზანია „ქაბულში გაეროს მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ზონის დამყარება, რომელიც შესაძლებელს გახდის ჰუმანიტარული ოპერაციების გაგრძელებას“.
აგვისტოს დასაწყისში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობამ განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია, ხოლო ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.