COVID-19 - ბოლო ცნობები

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.669-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 543.118-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.669 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.004 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 385, იმერეთი - 327, კახეთი - 247, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 183, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 75, გურია - 66, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6.177 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 482.732-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 76 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.251-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 53.109 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.571 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.245, აჭარაში - 1.011, იმერეთში - 1.168.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში – 29 აგვისტოს მონაცემები
1.637 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 376 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 28. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.072 ადამიანი, მათ შორის 1.379 - თბილისში, 1.115 - აჭარაში. 42.466 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 113 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 4. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53.799 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28.127, აჭარაში - 6.529, იმერეთში - 4.063.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.669-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 543.118-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.