გონიოში ახალი ქალაქის აშენების ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა. მისი თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის მზად უდნა იყოს ქალაქის განვითარების კონცეფცია.
„გონიოს ყოფილ პოლიგონზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, უნდა აშენდეს ახალი სპეციალური ეკონომიკური ზონა საკუთარი ფინანსური ცენტრით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. იქ განთავსდება ოფისები, სავაჭრო ობიექტები, ბანკები და სამორინეები.