როგორც პრესა წერს, თბილისელმა სპორტსმენმა შთამბეჭდავი მასტერ-კლასი აჩვენა და დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ეს ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა იყო. ახლა ჭიკაძის ანგარიშზე შვიდი გამარჯვება და ორი დამარცხებაა UFC-ში.
ყოფილი პროფესიონალი კიკბოქსიორისთვის, რომელმაც UFC-თან 2019 წელს მოაწერა ხელი კონტრაქტს, ეს დიდი მიღწევაა. ზედიზედ მოგებების რაოდენობით ის უკვე დაეწია UFC-ის მოქმედ ჩემპიონს ნახევრად მსუბუქ წონაში ალექსანდერ ვოლნანოვსკის.