დრონმა ციხესიმაგრის ეზოში შუა საუკუნეების რაინდის აჩრდილი გადაიღო: ვიდეო

ბრიტანელმა თომას არნოლდმა, რომელიც ბერკლის მე-11 საუკუნის ციხესიმაგრეს დრონით იღებდა, ვიდეოკადრებზე მოჩვენება აღმოაჩინა.
Sputnik
როგორც არნოლდი ამბობს, გადაღებისას მან მოულოდნელად ათიოდე წამით დაკარგა დრონთან კავშირი და ამიტომ გააქტიურა ფუნქცია, რომელმაც უპილოტო აპარატს უკან დაბრუნება აიძულა.
მერე კი, როდესაც გადაღებულ მასალას ტელევიზორით უყურებდა, კადრებზე თეთრი ლანდი შენიშნა, რომელიც ციხესიმაგრის ეზოში დარბოდა და ძალიან ჰგავს ცხენზე ამხედრებულ მოჩვენებას.