ტელეწამყვანისა და მსახიობის, ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე ბენჯამენ ხაიმი სოციალურ ქსელში ოჯახური იდილიის ფოტოს აქვეყნებს. ბენი მეუღლესთან თანაცხოვრების 6 წელს ამერიკაში კვლავ მარტო აღნიშნავს. ნუკისა და ბენის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათ დაშორებაზე ჭორები ახლა სულ უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება. ცოლ-ქმრული ურთიერთობა დისტანციურმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ ჩაანაცვლა, რის გამოც ბენს გული სტკივა.
„...6 შესანიშნავი წელი ერთად. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთის შესახებ. იყავით ასე ახლოს და გიყვარდეთ ყოველდღე. ჩვენ მალე ვიქნებით ერთად, რომ აღვნიშნოთ ჩვენი წლისთავი. მოუთმენლად ველი!“ - ასე გამოეხმაურა ცოლთან დაშორებას ბენი.
ნუკიმ აღნიშნული ემოციური პოსტი უკომენტაროდ დატოვა. მსახიობი საკუთარი ბრენდით არის დაკავებული. მან კოსმეტიკის ახალი ხაზი შექმნა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამერიკიდან სამშობლოში ერთი მიზნით ჩამოვიდა, რათა ქსელი გააფართოვოს. ნუკიმ ახალი ფილიალი ახლა უკვე ბათუმში გახსნა. ბენი კი მასთან დაბრუნების წუთებს ითვლის.
პანდემიის დროს ნუკი შვილთან ერთად საქართველოში ჩარჩა და მეუღლე ერთი წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი, რადგან მისი ექიმი ქმარი ამერიკაში კოვიდ-პაციენტებს მკურნალობდა. მსახიობი ვაჟთან ერთად ამჟამად საქართველოში ისვენებს. მან ქმარი ამერიკაში დატოვა.