COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში – 29 აგვისტოს მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 482.732 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 6.177), გარდაიცვალა – 7.251 (ბოლო 24 საათში – 76). კარანტინის რეჟიმშია 113, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.571 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.072 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.669-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 543.118-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 482.732 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 6.177), გარდაიცვალა – 7.251 (ბოლო 24 საათში – 76). კარანტინის რეჟიმშია 113, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.571 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.072 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.217, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15.027, PCR–ტესტით – 10.190.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,58%, ბოლო 14 დღის – 10,49%, ბოლო 7 დღის – 10,15%.
სულ ჩატარებულია 1.145.925 აცრა, ერთ დღეში აცრილია 20.678 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.