მსოფლიო დღეს

პენტაგონმა ავიადარტყმის შედეგად ISIS-ის ორი მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. განახლებული ინფორმაციით, ავღანეთში ამერიკელების ავიადარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ორი მეთაური დაიღუპა, განაცხადა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორმა უილიამ ტეილორმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი სამიზნე დაჭრილია, სამოქალაქო მოსახლეობაში არავინ არ დაშავებულა.
შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ISIS-ის ბოევიკებზე საჰაერო იერიში მიიტანა
თავდაპირველად პენტაგონი იუწყებოდა აღმოსავლეთ ავღანეთში ნანგარხარის პროვინციაში უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს დამგეგმავის“ განადგურების შესახებ.
აშშ-ის არმიაში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა ეს ავიადარტყმა ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარ ტერაქტს, რომლის შედეგად 13 ამერიკელი სამხედრო და 170-ზე მეტი ავღანელი დაიღუპა.