ნინო ჩხეიძის გლამურული არდადეგები ავსტრიაში - მდიდრული დასვენების დეტალები

წითელი ცეცხლოვანი კაბა, ნინოს შეუდარებელი შესრულება და ავსტრიის დედაქალაქში მოგზაურობა - ნინო ჩხეიძის ავსტრიული ზღაპრის დეტალები
Sputnik
მომღერალი და პროდიუსერი პანდემიის გამო საზღვარგარეთ კონცერტების ჩატარებას უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. სულ რამდენიმე დღეს ითვლის ნინოს პირველი საქმიანი ვიზიტი ავსტრიაში. ავსტრიის დედაქალაქში გამგზავრებულმა მომღერალმა კონცერტის ჩატარებაც მოასწრო და ღონისძიების დეტალები გასააჯაროვა.
უზარმაზარი წითელი ბაფთით მორთული კაბა ნინოს განსაკუთრებულად მოუხდა. მომღერალმა ჰოფბურგის სასახლეში გაიბრწყინა და ერთ-ერთი ტოპ-ჰიტიც შეასრულა. მანამდე მომღერალმა დაუვიწყარი კონცერტი ისრაელში ჩაატარა.
მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს, ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს. ნინოს ასეთი ცხოვრება რამდენიმე წელია ასე გრძელდება.
თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი, კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე კონცერტის ჩასატარებლად ხან ქალიშვილთან ერთად, ხშირად კი მარტო მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა საზღვარგარეთ გადაღებული ფოტოები იმაზე მეტყველებს, რომ პოპულარული წყვილი გაერთიანდა.