ქაბულის აეროპორტის მახლობლად მომხდარ ორ აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის ავღანეთის 90 მოქალაქეა, ხოლო პენტაგონის მონაცემებით – 13 ამერიკელი სამხედრო. დაშავებულია ასობით ადამიანი. დაზარალებულების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე მედიკოსთა ბრიგადები მუშაობდნენ.