საქართველომ შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა – ვიდეო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში გეგმური წვრთნები ჩაატარა.
Sputnik
მანევრებში მონაწილეობდა სამი საგუშაგო ხომალდი და ხუთი საპატრულო კატერი.
სწავლება მოიცავდა სამხედრო-საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს და საზღვაო სამიზნეების მიმართულებით ხომალდების შეიარაღების გამოყენებას.
წვრთნების მიზანი იყო ხომალდებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, ტაქტიკური უნარების გამომუშავება და შეიარაღების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება.